Centered Image

ისევ სეტის წაუგებლად

ამჯერად რეიტინგში ბევრად მაღლა მდგომ მეტოქესთან.

ბასილაშვილისთვის, ჩენდუს ტუნრირი წარმატებულად გრძელდება. კვალიფიკაციის ორი წრის სეტის წაუგებლად გავლის შემდეგ, წინა მოწინააღმდეგეებთან შედარებით გაცილებით სახიფათო მეტოქესთან, მიომირ კეჩმანოვიჩთან, ნიკამ ძალიან ხარისხიანი შეხვედრა ჩაატარა და ორ სეტში – 7:6(3) 6:4 იმარჯვა.

მართალია წინა ორი მატჩივით ერთ საათში ჩატევა არ გამოვიდა, თუმცა ქართველმა, მეტოქეს, საკვანძო კომპონენტების უმრავლესობაში აჯობა. უნებლიე შეცდომების იდენტური რაოდენობის ფონზე, ნიკას ჰოქნდა მეტი ვინერზი და მეტი ეისიც. ყველაზე საინტერესო კი ბრეიკპოინტების სტატისტიკა იყო. კეჩმანოვიჩს, მთელი შეხვედრის განმავლობაში, არ ჰქონია არც ერთი შანსი მეტოქის ჩაწოდებაზე, ხოლო ბასილაშვილმა, მიიღო 12 ბრეიკპოინტი, რომელთაგან მხოლოდ ერთის გამოყენება – მეორე სეტის მეხუთე გეიმში მოახერხა. მიუხედავად რეალიზაციის დაბალი პროცენტისა, საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებელმა თამაშმა, ნიკას, შემდეგი წრის საგზური მოუტანა.

ბასილაშვილი, რომელიც ბადის ქვედა ნაწილში იმყოფება, მეოთხედფინალში მოსახვედრად ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშლუპს გაეჯიბრება. ეს მათი პირველი ურთიერთშეხვედრა იქნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading