ძმებმა ტომსონებმა რეკორდი დაამაყრეს.
იმის შემდეგ, რაც “ჰიუსტონის” უნივერსალმა, ამენ ტომსოპნმა ხუთ წელიწადზე 208 მილიონიანი კონტრაქტი მიიღო, არ დააყოვნა მისი ძმის ახალმა ხელშეკრულებამაც. დღეს, “დეტროიტმა”, ოსარ ტომსონს იმავე ხუთ წელიწადზე 155 მილიონი დოლარი გაუფორმა. შედეგად, ამენ და ოსარ ტომსონები გახდნენ არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ტყუპები. საინტერესოა, რომ ოსარ ტომსონმა, თავის გუნდს მცირე შეღავათიც გაუკეთა, იმისთვის, რომ “პისტონზს”, არცთუ მოკრძალებული მადის მქონე ძირითადი ცენტრის, ჯალენ დურანის გახანგრძლივება შეძლებოდა.
აქამდე, დიდი სპორტის ტყუპებს შორის, ყველაზე მაღალანზაურებად ძმებად ითვლებოდნენ ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენლები მაიკ და მორკის პოუნსიები, ასევე ცნობილი საკალათბურთო ტყუპები – ბრუკ და რობინ ლოპესები და ძმები ბრაიანები ჩოგბურთიდან, თუმცა მათი ჯამური ხელფასი ან გამომუშავება ამენისა და ოზარის ჯამაგირამდე ახლოს ვერ მიდის.
საინტერესოა, რომ თუ ტყუპ ტომსონებს დიდი სპორტის უბრალოდ ძმებს შევადარებთ, ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველ ადგილს და სტეფ კარი და სეტ კარი იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ “ვორიორზის” ლეგენდამ გამოიმუშავა 400 მილიონზე მეტი, სეტის დამატებით ტყუპი ტომსონები ჯერ-ჯერობით ცნობილი საკალათბურთო სნაიპერების ოჯახის წარმომადგენლებს ჩამორჩებიან.











