Centered Image

ისტორია 80 მილიონად

“ბრაიტონი”, ისტორიაში პირველი გუნდი გახდება, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ საფეხბურთო სტადიონს ააშენებს.

BBC-ის ინფორმაციით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, მზად 2031 წლისთვის იქნება და მისი მშენებლობა 80-85 მილიონი ფუნტის ფარგლებში დაჯდება.

ქალაქის მაცხოვრებელთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ქალთა სტადიონი, კაცების გუნდის “ფალმერ სტეიდიუმის” გვერდზე განლაგდება.

BBC აღნიშნავს, რომ ინოვიაციური იდეა ნამდვილი გარღვევაა ქალთა უფლებების დაცვის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხში, ხოლო სტადიონზე, მოეწყობა ქალი სპორტსმენების მოთხოვნილებების შესაბამისი გასახდელები და ტრიბუნები. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელი ინფრომაციის შინაარსს, მედიაგიგანტი არ აკონკრეტებს. ხაზი ესმევა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ხსენებულ სტაიონზე, თამაშის უფლება მხოლოდ ქალებს ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის, ოფიციალურად არ არსებობს არც ერთი სტადიონი, რომელიც მხოლოდ კაცთა ფეხბურთისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading