Centered Image

კარიერის უდიდესი აღიარება – კვარა ლიგაზე საუკეთესოა

ქართველი ფეხბურთელი, უეფამ, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

იმის შემდეგ, რაც “პსჟ-მ”, ზედიზედ მეორედ აწია ჩემპიონთა ლიგის თასი, ტურნირის MVP კვლავ პარიზელთა ფეხბურთელი გახდა. თუ შარშან, ეს პრიზი დემბელემ დაიმსახურა, წელს საუკეთესოდ სწორედ საქართველოს ნაკრების ლიდერი დასახელდა.

კვარაცხელიას აქტივში, ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ გათამაშებაში 10 გოლი და 6 ასისტი იყო. გარდა ამისა, ის სტატისტიკურ ლიდერებში იყო ისეთი მაჩვენებლებით, როგორებიცაა საერთო დაფარული კილომეტრაჟი – 124 კმ და მაქსიმალური სიჩქარე – 33.7 კმ/სთ.

რა თქმა უნდა, კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მასთან ერთად, რჩეულ თერთმეტეულში მეკარე დავიდ რაია, მცველები ნუნუ მენდეში, გაბრიელ მაგალაეში, მარკინიოსი და მარკუს ლიორენტე, ნახევარმცველები ვიტინია და დეკლან რაისი, ასევე შემტევები უსმან დემბელე და ჰარი კეინი მოხვდნენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading