Centered Image

კვარა და ვილი მომავალი მატჩების შესახებ

ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა მოახლოებულ მატჩებამდე მდგომარეობა შეაფასეს.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის საწყისი ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს, სადაც მასთან ერთად ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა. ორივე მათგანმა მოახლოებულ მატჩებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და გულშემატკივარი დააიმედა.

ვილი სანიოლი: “ორშაბათიდან გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმებიდან ახალი დაბრუნებულია, ყველა ფეხბურთელში ვხედავთ ამბიციას და სურვილს, რომ საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლოთ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კარგად შევისწავლეთ. ბრიტანული სტილის გუნდია და ვიცით, საიდან შეგვიქმნიან პრობლემებს და ჩვენ საიდან შეგვიძლია მათთვის პრობლემების შექმნა. მაქსიმალურად ვართ მომზადებულები და იმედია, საუკეთესო შედეგს დავაფიქსირებთ.

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ისეთივე, როგორიც ჯორჯ ბესტი იყო, მაგრამ კვარას ცხოვრება მოედნის მიღმა გაცილებით მშვიდია, ვიდრე ბესტის გახლდათ.

ოთარ მამაგეიშვილმა საქართველოს ნაკრებში ვარჯიშის დროს თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მე მას ვუთხარი, რომ როცა გამოჯანმრთელდება, ნაკრებში დაბრუნდება” – დააიმედა ვილიმ როგორც ოთო, ასევე გულშემატკივრები.

ჟურნალისტებთან უფრო ვრცლად ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ:

“ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ სეზონს. ჩვენი მიზანი ამ ჯგუფის მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეტოქეები შეგვხვდა, ბიჭებს გააზრებული გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და მაღალი პოზიცია დავიკავოთ.

4 მატჩის 10 დღის განმავლობაში ჩატარება არცერთი გუნდისთვის არ იქნება მარტივი. აღდგენისათვის საკმაო დრო არ იქნება, მაგრამ მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ერთა ლიგაზე მსგავსი მოცემულობა გვქონდა (10 დღეში 4 მატჩი, 2022 წლის ივნისი), მაგრამ ის პერიოდი წარმატებულად ჩავატარეთ. ჩვენი ფეხბურთელების ხარისხი და მომზადების დონე მაღალია. არ ვფიქრობ, რომ პსჟ-ში სათამაშო დროის გამო მოტივაცია მაკლია, პირიქით, ახლა უფრო მოტივირებული ვარ და ამ 4 მატჩში ყველაფერს პასუხი გაეცემა.

შრომის დაფასებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვხვდები, რომ უფრო მეტად უნდა გავაგრძელო შრომა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საკუთარ ქვეყანაში ასე გაფასებენ.

თავიდანვე ვიცოდით, რომ გულშემატკივრის გარეშე მოგვიწევდა თამაში, მაგრამ ბავშვები გვიგულშემატკივრებნენ, ყველაზე მეტად სწორედ მათგან ვგრძნობთ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან.

ჩემი ძმის პროგრესით ძალიან გახარებული ვარ. იმედია, ჩემზე ბევრად წარმატებული კარიერა ექნება, ნიჭიერი ბავშვია, რომელსაც უყვარს შრომა, კითხვების დასმა, სწავლა და განვითარება. მისი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება ძალიან მიხარია.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ოქროს ბურთის გამოკითხვაში ვარ ნომინირებული. ჩემთვის ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ყოფნა უკვე დიდი პატივია. მიხარია, რომ ქართველი ვარ და იმ გზის გამოვლის შემდეგ, რომელიც გამოვიარე, ოქროს ბურთზე ამ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ. ვგრძნობ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, დანარჩენს ერთად ვნახავთ. მიხარია, რომ ჯორჯ ბესტის დონის ფეხბურთელს მამსგავსებენ.

გიორგი კვერნაძე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და 40 წუთის წინ მივეცი ხმა მას იტალიის სერია A-სთვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში. კვერნას ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდეს” – ამაყად დასძინა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით გახსნის, 3 დღეში კი უკრაინას დაუპირისპირდება – ამჯერად უკვე გულშემატკივართან ერთად. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთში ითამაშებს, 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

წარმატებები საქართველოს ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading