ბასილაშვილი მეოთხედფინალშია.
რვა ჩატარებული სეტიდან რვა მოგება – ასეთია ნიკოლოზის მაჩვენებლები ჩენდუს 250-იანის საწყის ოთხ მატჩში. მერვედფინალში კი ქართველმა ბოტიკ ვან დე ზანდშლუპი იმსხვერპლა.
ერთ საათსა და 27 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში, ბასილაშვილმა ნიდერლანდელი 6:4 7:5 დაამარცხა, ორადორი ბრეიკი კი მატჩის პირველ და უკანასკნელ გეიმებში შეასრულა.
სინტერესოა, რომ ძალიან კარგ ჩამწოდებელ მეტოქეს, ნიკამ, აჯობა ეისებითაც – 8:7 და რაც ყველაზე მეტად გამოსარჩევია, ზედიზედ მეორე მატჩია, ქართველი ჩოგბურთელი, რეიტინგში თავისზე უფრო მაღლა მდგომ მეტოქეებს, ჯერ კეჩმანოვიჩს, ახლა კი ბოტიკს, არ უშვებს ბრეიკპოინტამდე. საერთოდაც, ჩატარებულ ოთხ ჩეხვედრაში, ნიკას მეოტქეეbს ჯამში სულ ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდათ (ჩინას, კვალიფიკაციის მეორე წრეში).
რომის წარმატებული მასტერსის შემდეგ, სადაც ქართველი მერვედფინალში გავიდა და რუბლიოვის დამარცხებასთანაც ძალიან ახლოს იყო, ჩენდუს ტურნირი ყველაზე წარმატებულია ბასილაშვილისთვის.
ნახევარფინალის საგზურისთვის, ნიკოლოზი ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრების ანგარიში მათ შორის 2:1-ია ნიკას სასარგებლოდ, თუმცა უკანასკნელი მატჩი, რომელიც მთელი ოთხი წლის წინ მაიამიში ჩატარდა, სწორედ ამერიკელს დარჩა.










