Centered Image

კვერნაძე ევროპულ თერთმეტეულში

გიორგი სანაკრებო მატჩებზე უკვე სერიოზული სტატუსით მოდის.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს შემტევი, გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია და ეს სეზონის სტარტზე ძალიან მკვეთრად ჩანს. 23 წლის ფეხბურთელმა სექტემბრის თვეში იტალიის სერია A-ს ზედიზედ სამივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.

შედეგად TOP 5 ჩემპიონატებში გიორგი კვერნაძე სექტემბრის თვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დასახელდა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა, სადაც ევროპის ელიტარული ფეხბურთელები ფიგურირებენ.

სექტემბრის თვის საუკეთესო გუნდი შემდეგია:

მეკარე: ალვარო ვალესი (ბეტისი) – 9.03

მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი) – 8.50.

ჯონათან ტა (ბაიერნი) – 8.35.

მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი) – 8.47.

ზაქარი ატეკამე (ლიონი) – 7.93.

ნახევარმცველები: კრისტიან კასერესი (ტულუზა) – 8.37.

მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 8.07.

ლამინ იამალი (ბარსელონა) – 8.65.

გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) – 7.93.

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 8.75.

რაფინია (ბარსელონა) – 8.60.

გიორგის ყველა ტურნირის ეგიდით 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა – იტალიის სერია A-ში 3 გოლი 1 ასისტი, ხოლო თასზე 2 გოლი, 1 ასისტი, ახალდაწინაურებული ფროზინონე კი მე-5 ადგილზეა და 10 ქულა აქვს.

წარმატებები გიორგი კვერნაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading