Centered Image

“ლეიკერსი” გაიყიდა

“ლეიკერსმა” კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.

ESPN-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, რაც მარკ უოლტერმა, ლოს-ანჯელესური გუნდი ბასების ოჯახისგან შეიძინა, ფრენჩაიზს ისევ ახალი მფლობელები ჰყავს. მათი ვინაობა კი საკმაოდ საინტერესოა და ბოლოდროინდელ სკანდალსაც უკავშირდება.

საუბარია ჯოშ კუშნერზე, დონალდ ტრამპის სიძის ძმაზე, რომლისთვისაც უნდოდა კიდეც ჯანი ინფანტინოს მსოფლიოს ჩემპიონატის წილის მიყიდვა.

მუნდიალის ვერშეძენის შემდეგ, კუშნერმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, აიგერმა, “ლეიკერსი” 12 მილიარდ დოლარად შეიძინეს, რაც სპორტული ფრენჩაიზების ისტორიაში რეკორდული თანხაა. აღსანშავია, რომ წინა რეკორდი თავად ლოს-ანჯელესელებს ეკუთვნოდათ და ის 10 მილიარდს შეადგენდა:

“როგორც გუნდის მრავლაწლიანი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები ვართ, რომ ამ მაისურის დამცველები ვხვდებით. ჩვენ ვაპირებთ ბასების ოჯახის დაგებულ ფუნდამენტზე, რომელიც თავისთავად უკვე საკმაოდ მყარია, მცირე დეტალები დავამატოთ.

ჩვენი საბოლოო მიზანი ამ ლეგენდარული ფრენჩაიზის სამსახურში ყოფნაა.” ნათქვამია კუშნერის და აიგერის ერთობლივ განცხადებაში.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading