“მერსისაიდელებს” ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტი უკვე შეუთახმდა საკონტრაქტო პირობებზე “ლივერპულის” ბოსებს, მოსაგვარებელი კი მხოლოდ მწვრთნელის ტრანსფერებსა და შემადგენლობის ფორმირებაზე გავლენის დადგენა რჩება.
რომანოს ცნობით, დიდი ალბათობით, მხარეები ოფიციალურად ურთიერთობებს უახლოესი 48 საათის განმავლობაში გააფორმებენ.
უკანასკნელ სეზონებში, ირაოლა “ბორნმუთს” ედგა სათავეში. “ალუბლებმა”, ბასკი სპეციალისტის ხელში, ისტორიული სეზონი დადეს და პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილიც დაიკავეს, მაშინ, როდესაც გუნდის ბიუჯეტი, Capology-ს ინფორმაციით, ლიგაში მხოლოდ მეჩვიდმეტეა.
აღსანიშნავია, რომ “ლივერპულს”, ირაოლასთვის “მილანი” ებრძოდა, თუმცა თავად ესპენალმა მწვრთნელმა და მისმა ოჯახმა, ინგლისში დარჩენა ამჯობინა.











