მარკოიშვილმა კრიზისულ კლუბში ფანტასტიური სამუშაო გასწია და მაქსიმუმი დადო.
მანუჩარ მარკოიშვილის მონაკო საფრანგეთის ჩემპიონია! ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის გაწვრთნილმა მონაკომ ფინალურ სერიაში პარიზი დაამარცხა და ურთულეს ვითარებაში მყოფი გუნდი საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში ოქროს მედლებამდე მიიყვანა.

სერია ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩემპიონის გასარკვევად გადამწყვეტი, მე-5 მატჩი გახდა საჭირო. გამომდინარე იქედან, რომ რეგულარულ სეზონში პარიზმა პირველი პოზიცია დაიკავა, საშინაო არენაც მათი იყო, თუმცა მანუჩარის მონაკომ ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა და 92:101 მოიგო.
მოულოდნელად ყველაზე მეტი ქულის ჩამგდები მონაკოს ფორვარდი, ჯეირონ ბლოსომგეიმი აღმოჩნდა 27 ქულითა და 2 მოხსნით, 18 ქულა და 9 მოხსნა ჯუჰანნ ბეგარინმა შეკრა, ელი ოკობომ კი მონსტრული ორმაგი დუბლი შეასრულა 12 ქულითა და 15 პასით.

პარიზელთა რიგებში ვერავინ ვერ გადაცდა 12! ქულიან ბარიერს და მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოაგროვა 10 ქულაზე მეტი – ჯასტინ რობინსონმა 12 ჩააგდო, ნადირ ჰიფიმ და ლამარ სტივენსმა კი 11-11.
მანუჩარისთვის ეს უკვე მე-2 ტიტულია. მარკოიშვილმა გუნდი სეზონის მე-2 ნახევარში მაშინ ჩაიბარა, როცა გუნდში სრული ქაოსი იყო – სანქცირებული მფლობელი, ფინანსური შეზღუდვები, გაქცეული მწვრთნელი და ასევე გაქცევის ზღვარზე მყოფი მოთამაშეები. მანუჩარმა სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და აი მისი შედეგიც – უდიდეს კონკურენციაში მონაკო ევროლიგის პლეი-ოფში გავიდა, საფრანგეთში კი თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დაასრულა.
მანუჩარი ძალიან დიდი კაცია!
წარმატებები მანუჩარ მარკოიშვილს!











