Centered Image

მბაპე ლიგასა და ოქროს ბურთზე

მძიმე კრიტიკის შემდეგ კილიანმა პრიზების შესახებ შექმნილი ნარატივი ცოტათი შეცვალა.

საფრანგეთის ნაკრებისა და რეალ მადრიდის ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაფერზე მეტად სურს და ამ ტიტულს ოქროს ბურთის მოგებაზე მაღლა აყენებს. ფრანგმა თავმდამსხმელმა ამის შესახებ, ინტერთან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

რეალმა, მბაპესა და ვალვერდეს გოლებით, პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ორივე გოლი, ინტერის ფეხბურთელების შეცდომის შედეგად გავიდა. სტუმართა მხრიდან კი, ერთადერთი გოლი, კარლოს აუგუსტომ მე-2 ტაიმის მიწურულს გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერი შეხვედრის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, გამარჯვება მაინც რეალს დარჩა. ჟოზე მოურინიოსთვის, ეს, კლუბში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი გამარჯვება იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, მბაპემ საკუთარ სურვილებზე ისაუბრა.

“ჩემთვის მთავარი მიზანი და ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ოქროს ბურთთან დაკავშირებით მე უკვე ვისაუბრე. მაგრამ, ამასთან შედარებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მე ჩემი ოცნების კლუბისთვის ვთამაშობ” – განაცხადა მბაპემ.

იმედია, მბაპესთვის უახლოეს მომავალში ოქროს ბურთი ისევ მიუწვდომელ პრიზად დარჩება და მას ის მიიღებს, ვინც ყველაზე მეტად და იბიექტურად იმსახურებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading