Centered Image

მხიარულება კვარას გარეშე

“პსჟ-მ”, ჯავრი “სლოვანზე” იყარა. სამწუხაროდ, კვარაცხელიას გარეშე.

საფრანგეთის სუპერთასზე მარცხის და ჩემპიონატის უმძიმესი სტარტის შემდეგ, სადაც ლუის ენრიკეს გუნდი სამ თამაშში ორი ქულით შემოიფარგლა, “პსჟ-მ”, ხასიათი, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო ტურის შეხვედრაში, “სლოვანის” წინააღმდეგ გამოისწორა.

მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ მატჩის დაწყებისთანავე იგდეს და ბოლომდე აღარც გაუშვეს. 23-ე წუთისთვის, პარიზელები, დემბელეს სწრაფი დუბლის ხარჯზე, ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ.

ამას კი ფერან ტორესის აფეთქება მოჰყვა. მუნდიალის “ოქროს გოლის” ავტორმა, ორჯერ იმავე დემბელეს, ერთხელ კი აკლიუშის ასისტით, 57-ე წუთისთვის ჰეთ-ტრიკის შესრულება მოასწრო.

მშრალ ანგარიშს, იაია ტურეს გუნდი კამარას გოლით, 59-ე წუთზე გაექცა. ასისტენტის როლში კი სომეხი ფეხბურთელი, ბარსეგიანი მოგვევლინა.

მატჩის საბოლოო ანგარიში – 6:1, ფაბიან რუიზმა, 87-ე წუთზე დააფიქსირა, ხოლო კვარაცხელია, შეხვედრის ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა.

პარიზულ გუნდს, შემდეგი მატჩი ლიგა ერთის ეგიდით, 13 სექტემბერს, “ბრესტის” წინააღმდეგ ელის, სადაც ლუის ენრიკეს შეგირდები პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგი შეხვედრის ჩატარება, “პსჟ-ს”, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ, 14 ოქტომბერს უწევს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading