NBA – ში გაცვლების სეზონი დაიწყო.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის დამთავრების შემდგომ ჩვეული „თრეიდ აჟიოტაჟის“ დრო დადგა. პირველებმა თავი „ოკლაჰომამ“ და „ჩიკაგომ“ გამოიჩინეს. გუნდებმა ერთმანეთში ავსტრალიელი ფლეიმეიქერი, ჯოშ გიდი და „მელოტ მამბად“ წოდებული ალექს კარუზო გაცვალეს.
ვოინაროვსკის ინფორმაციით, გაცვლა პიკების და „ხურდის“ დამატების გარეშე, ერთი ერთში შედგა. ხელფასები კი ამის უფლებას იძლეოდა.

„ბულზი“, ლონცო ბოლის ტრამვიანობის ფონზე, ახალგაზრდა გამთამაშებლის ძიებაში იყვნენ, 21 წლის გიდიმ კი წარმატებული საწყისი სეზონის შემდეგ, შემდგომში, „თანდერის“ ლიდერთან, გილჯეს-ალექსანდრთან, არცთუ იდეალური გუნდური ქიმია აჩვენა. ავსტრალიელს, რომელმაც ლიგაში სამი სეზონი გაატარა, მიმდინარე კონტრაქტის 1+1 წელი დარჩა, თუმცა წესების მიხედვით, მას გაცვლასთან ერთად, “საბავშვო კონტრაქტის” წესიც გადმოჰყვება თან, რომლის მიხედვითაც, ლიგაში პირველი კონტრაქტის საწყისი 4 ან 5 წლის შემდეგ, გუნდს მისი ამდენივეთი ავტომატურად გახანგრძლივების უფლებას აძლევს.
30 წლის ალექს კარუზო, მიმდინარე კონტრაქტის ბოლო სეზონს დაიწყებს, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ მას გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე წინასწარი შეთანხმება აქვს (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ “ოკლამ” პოტენციურად კიდევ ექვსი სეზონით დაკონტრაქტებული გიდი კარუზოს ერთ სეზონში გაცვალა).
გაცვლიდან ზუსტად ნახევარ წელიწადში, „მელოტი მამბა“ კონტრაქტის გაგრძელების უფლებას მიიღებს, ეს თანხა კი ვოინაროვსკის ინფორმაციით, ოთხ წელიწადზე 80 მილიონი დოლარი იქნება.











