სპორტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სტატისტიკურმა რესურსმა, ოპტამ, თავისი სუპერკომპიუტერის მიერ რთული ალგორითმებით გამოყვანილ ფავორტთა ვერსიას გვთავაზობს.
ოპტას ფორმულებით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტის სტატუსი, ბადის სირთულის, მეტოქეების დონის და მომატების პოტენციალის მიხედვით, ინგლისს ეკუთვნისს, რომლის შანსები 20%-ად ფასდება. მეორეა ესპანეთი 17,2%-ით. ფავორიტთა სამეულს ხურავს გერმანია. მასპინძლების შანსები 15,8%-ად ფასდება. სამეულს მიღმა აღმოჩნდა საფრანგეთი, რომელიც თითქმის ყველა წყაროს მიხედვით, ჩემპიონატამდელი ფავორიტი იყო. ათეულში მოხვდა ტურნირის აღოჩენა ავსტრიაც 3.9%-ით
ასევე ოპტამ ნაკრებების სხვადასხვა სტადიაზე გასვლის შანსებიც გამოითვალა. ამ ცხრილის ხილვა ქვემოთ შეგიძლიათ:

აღსანიშნავია, რომ ფავორიტთა სიაში, ოპტას სუპერკომპიუტერმა ბოლო ადგილზე ჩვენ დაგვაყენა. ქართველების შანსი 0,3%-ად ფასდება, რაც ერთი მეათედი პროცენტით ნაკლებია ვიდრე სლოვენიისა და სლოვაკების შანსები.











