გრიფინმა “ატლანტას” შეუსრულა.
არეფერი მოასწავებდა იმას რაც დღეს ჯორჯიას შტატში მოხდა. “ატლანტას” ხელმძღვანელობის დაპირებების მიუხადავად, გუნდმა დეჟანტე მარეი გაცვალა. და გაცვალა უცნაურ პაკეტში.
ჩვენს სეხნია შტატში, ნიუ ორლეანიდან, ლარი ნენსი, ი ჯე ლაიდელი და პირველი რაუნდის მხოლოდ ორი პიკი წამოვიდა.

დეჟანტეს შარშანდელი სტატისტიკა 22,5 ქულა, 6.4 ასისტი და 5.3 მოხსნა იყო.
“ჰოუქსის” მნეჯმენტი მთელი გასული სეზონის განმავლობაში და სეზონის დასრულების შემდეგაც უარყოფდა მარეის გაცვლის ალბათობას. ბევრად აქტიურად განიხილებდა დეჟანტეს თანაუკანახაზელის და გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ტრეი იანგის გაცვლის იდეა.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, “ატლანტამ” მარეი “სპერსიდან” საკმაოდ ძვირად, პირველი რაუნდის სამნახევარ პიკად გადმოიყვანა, რაც ნიშნავს, რომ ის ბევრად იაფად გაიყიდა, ვიდრე იყო ნაყიდი. პლიუს არსებობს მოსაზრება, რომ დეჟანტეში რამდენიმე გუნდი ბევრად მსუყე პაკეტის შათავაზებისთვის იყო მზად.
“ატლანტას” გულშემატკივრებში გაცვლის შემდგომი უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ არაერთ ფორუმზე, მათი ნაწილი, ლიგისგან გუნდის ამ ქმედების გამოძიების მოთხოვნის პეტიციასაც ადგენს.

რაც შეეხებათ “პელიკანებს”, ისინი გამთამაშებელს ჯერ კრის პოლის, შემდეგ კი რაჯონ რონდოს და ჯრუ ჰოლიდეის დაკარგვის შემდგომ ეძებდნენ. გუნდის გენერალური მენეჯერის, დეივიდ გრიფინს სიტყვებით, შემდეგი გადასაჭრელი პრობლემა გუნდში ცენტრის პოზიციის და ინგრემის სიტუაციის მოგვარებაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა “ჰოუქსი” გაცვლების სერიის გაგრძელებას და ამით რებილდინგში წასვლას, თუ არსებული რესურსებით შეეცდება ისევ პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლას.











