პარიზელები მბაპეს შემცვლელს ეძებენ.
დედაქალაქური გუნდი მადრიდში გადაბარგებული ლიდერის ძიებას განაგძობს. ხვიჩას შემდეგ, რომელიც ძირითად ოპციად განიხილება, ვინისიუსის გვარმაც გაიჟღერა.
ინსაიდერ მუჰამედ ბუასფის ინფორმაციით, პარიზელები ვინისიუსს წლებია აკვირდებიან და ფულსაც არ დაიშურებენ მის შესაძენად. „ის ელ ჰელაიფის დიდხნიანი ოცნებაა. ვინისიუსს კონკურენტი მისსავე პოზიციაზე მოუყვანეს და თუ მას ლიდერობის დათმობა არ მოეწონება, შესაძლოა სხვა გუნდების, მათ შორის „პე-ეს-ჟე-ს“ კარებიც ოდნავ შეიღოს.“ განაცხადა ინსაიდერმა RMC სპორტის ეთერში.

ბრაზილიელმა ვინგერმა, გასულ სეზონში, „ლა ლიგის“ გათამაშებაში, 15 გოლი და 5 ასისტი დააგროვა და ოქროს ბურთის სრულფასოვან პრეტენდენტადაც მოჩანს.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსს, მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი, 2027 წელს ეწურება.
შეთანხმების მიხედვით, ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა ზუსტად ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.











