Centered Image

“რეალის” და “ბარსას” ვარსკვლავებზე მაღლა

კარლოს ესპიმ ყველას აჯობა.

“ლევანტეს” 20 წლის შემტევი, ლა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

ვალენსიელთა ფორვარდმა, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში, 11 გოლის გატანა მოახერხა, თანაც ისე, რომ მინდორზე, საშუალოდ 52 წუთს ატარებდა.

ფინალისტებს შორის, ესპის გარდა იყვნენ “ბარსას” და “რეალის” ახალგაზრდა ვარკსვლავები – ფერმინი და გიულერი, თუმცა ხმების უმრავლესობა სწორედ “ლევანტეს” თავდამსხმელს ერგო.

20 წლის მოთამაშის ფასი, სეზონის სტარტთან შედარებით ათჯერ გაიზარდა და ამჟამად, 27 მილიონი ევროს ფარგლებში შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, როგორც “გოლდენ ბოის” ნომანაციის შემთხვევაში, ლა ლიგაშიც გარკვეული შეზღუდვა მუშაობს. ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში, ერთი და იგივე ფეხბურთელი ხსენებულ პრიზს ვერ მიიღებს. გასულ სეზონში, ლა ლიგამ, ეს ჯილდო ლამინ იამალს გადასცა, რომელსაც წელს, ნომინირების უფლება აღარ ჰქონდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading