„ლეიკერსმა“ მთავარი მწვრთნელი შეარჩია.
„დიუკის“ უნივერსტეტი ლეგენდა და „ორლანდოს“ და „კლიპერსის“ ყოფილი შუთერი, ჯეი ჯეი რედიკი, უკვე ოფიციალურად, „ტბის ბინადრების“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
საკალათბრუთო კარიერის დასრულების შემდეგ, რედიკმა ჯერ პირადი პოდკასტი გახსნა, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ ჯერ ESPN-ისგან მიიღო შემოთავაზება, შემდეგ კი ლებრონ ჯეიმსის პირად აგენტთან და ლიგის ე.წ. „რუხ კარდინალთან“, რიჩ პოლთან გააფორმა კონტრაქტი.

სპორტულ ჟურნალისტიკაში, რედიკის აღმასვლა უსწრაფესი ტემპით მიდიოდა. მან პირველსავე სეზონში მოახერხა ფინალური სერიის კომენტირება, რაც აქამდე არხის ისტორიაში არ მომხდარა, ხოლო შემდეგ, ლებრონთან ერთად, საერთო პოდკასტის წარმოების პატივიც დაიმსახურა. „მეფისთვის“ ეს კარიერაში პოდკასტის წამყვანობის პირველი მცდელობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რედიკს, სამწვრთნელო
კარიერის არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუნდაც როგორც ასისტენტს, იგი სეზონში 8 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც მას ეგრევე ლიგის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სიაში ჩაწერს.

ინსაიდერი ედრიენ ვოინოროვსკის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ გენერალურ მენეჯერს, რობ პელინკას, მაღალი წარმოდგენა შეექმნა როგორც რედიკის საკალათბურთო ინტელექტზე, ისე მის კალათბურთელებთან ურთიერთობის დალაგების უნარჩვევებზე.
რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებით, რედიკი, რომლის დანიშვნაში გადამწყვეტი სიტყვა ლებრონ ჯეიმსმა და რიჩ პოლმა თქვეს, არც თუ მისაღები კანდიდატურა იყო ლოს ანჯელესური გუნდის მეორე ვარსკვლავი – ენტონი დეივისისთის.
„ლეიკერსს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საუნივერსტეტო კალათბურთის ორი ლეგენდის, ჯეი რაითის და დენ ჰიორლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღო (ჰიორლიმ უარი 5 წელიწადში 74 მილიონზე თქვა).
The Athletics – ს ინფორმაციით, რედიკის ასისტენტები რაჯონ რონდო, ჯარედ დადლი, სკოტ ბრუქსი და სემ კასელი იქნებიან. ყოველი მათგანის კონტრაქტის ხანგრძ₾ივობა, ისევე, როგორც რედიკის შემთხვევაში, ოთხ წელიწადს შეადგენს.











