Centered Image

რივერსი ვისკონსინიდანაც გაუშვეს

დოკმა ისევ მსხვილი თანხა გამოიმუშავა.

ინსაიდერ შემზ ჩანარიას ინფორმაციით, 64 წლის სპეციალისტი, “მილუოკიმ,” დაკავებული თანამდებობიდან რეგულარული სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლა.

აღინიშნება, რომ რივერსის ხელფასი სეზონში 11 მილიონის ფარგლებში შეადგენდა და ხელშეკრულება კიდევ სამ წელიწადს გულისხმობდა, შესაბამისად, დოკი გუნდიდან მსუყე კომპენსაციის სანაცვლოდ წავა. გარდა ამისა, “ფილადელფიადან” გამოშვების გამო კუთვნილი თანხა, მწვრთნელს დღემდე ერიცხება.

“ბაქსში” ყოფნის სამწლიანი მონაკვეთისას, რივერსმა გუნდი პლეიოფში ორჯერ გაიყვანა, თუმცა ორივეჯერ პირველ რაუნდში გამოვარდა. მიმდინარე სეზონში კი საერთოდაც ლიგაში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი 32:50-ზე დააფიქსირა.

რივერსის შემცვლელის როლში ფავორიტად ტეილორ ჯენკინსი განიხილება, რომელიც 6 სეზონის განმავლობაში “მემფისის” მთავარი მწვრთნელი იყო, იქამდე კი ასისტენტად სწორედ “მილუოკიში” მუშაობდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading