Centered Image

“როლან გაროსზე” ფინალისტები გამოვლინდნენ

მოხსნათა სერია საკვანძო სტადიასაც შეეხო.

საფრანგეთის ღია პირველობის პირველ ნახევარფინალში, ალექსანდრ ზვერევმა ჩეხ იაკუბ მენშიკს ოთხ სეტში – 7:5, 6:2, 3:6, 6:3 სძლია და სლემურ კარიერაში მეოთხე ფინალში გავიდა.

აქამდე, საშამ, მუზარადების ფინალებში, სამიდან სამი მარცხი განიცადა (US Open 2020 – ტიმთან, როლან გაროსი 2024 ალკარასთან და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობა, მარცხი სინერთან).

ზვერევი, 2010 წლის შემდეგ (ნადალი ‘როლან გაროსზე’) გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ფინალამდე არათუ ათეულის, არამედ რეიტინგის ტოპ 20-ეულის წარმომადგენელი არ შეხვედრია.

მისი მეტოქე მოულოდნელ იტალიურ დუელში უნდა გარკვეულიყო, თუმცა მატეო არნალდი, ენტეროვირუსის გამო, მატჩზე საერთოდ არ გამოცხადდა. შედეგად, კობოლი, რომელიც მუზარადებზე ჯერ კარიერის პირველ მეოთხედფინალში იყო, შემდეგ კი სადებიუტო ნახევარფინალში, სლემის გადამწყვეტ მატჩში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნაცია, რომ მარტო ბოლო კვირებში, თიხის სერიაზე, კობოლი და ზვერევი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. მიუნხენში მარცხის შემდეგ, გერმანელმა შური მადრიდში იძია. ისე კი ეს დაპირისპირება მათთვის მეხუთე იქნება, ზვერევი 3:1-ითაა წინ.

შეხვედრა კვირას გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading