Centered Image

“როლან გაროსი” ფავორიტის გარეშე რჩება

სინერმა საფრანგეთის ღია პირველობა დატოვა.

ხუან მანუელ სერუნდოლოსთან მეორე წრის დაპირისპირებაში, იტალიელი ჩოგბურთელი 3:6, 2:6, 1:5-ს იგებდა, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. იანიკმა, ჯერ მესამე სეტში გაანივა უზარმაზარი უპირატესობა, შემდეგ კი მეოთხე-მეხუთე პარტიები უბრძოლველად დათმო.

საბოლოოდ, მსოფლიოს 56-ე ჩოგანმა კარიერის უდიდესი გამარჯვება იზეიმა, შეხვედრა 3:6 2:6 7:5 6:2 6:1 მოიგო და რეიტინგის ლიდერიც პირველად დაამარცხა.

“გამარჯვებას იანიკი იმსახურებდა. ყველამ დავინახეთ როგორც განვითარდა მოვლენები, თანავუგრძნობ მას და უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.” განაცხადა არგენტინელმა მატჩის შემდეგ.

“საქმე ბოლომდე სიცხეში არ ყოფილა – ის ხელს ორივეს თანაბრად გვიშლიდა. თავს დილიდან ცუდად ვგრძნობდი და შეხვედრამდე მოხსნაზეც ვფიქრობდი. მატჩში სპეციალურად მოკლე გათამაშებებზე ვაკეთებდი აქცენტს, თუმცა მესამე სეტის ბოლოს ენერგიამ მთლიანად დამტოვა. ხუანმაც კარგად ითამაშა და გამარჯვებას ვულოცავ.” განაცხადა იტალიელმა შეხვედრის შემდგომ.

შედეგად, შეწყდა სინერის 30-მატჩიანი მოგებათა სერია. ასევე, იანიკმა დაკარგა ქულების დიდი რაოდენობა შარშანდელი ფინალის ვერ დაცვისთვის.

იმის მიზეზით, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტურნირის ჯერ კიდევ სტარტამდე მოეხსნა ალკარასი, პირველად 2000 წლის შემდეგ, საფრანგეთის ღია პირველობის მესამე წრეში არ იქნება რეიტინგის ტოპ 2-ის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, პირველად 2023 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, დიდ სლემს მოიგებს ვინმე სხვა ალკარასის და სინერის გარდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading