19 ივნისს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური გაიმართა. საბედნიეროდ, ტურნირი საკმაოდ მხიარულად მიმდინარეობს, ბევრი ლამაზი გოლი გავიდა და ზოგადად უხვგოლიანი ტურნირია. ჩვენმა ნაკრებმა ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იღბალმა ცოტათი ზურგი გვაქცია, ცოტა გამოცდილებაც დაგვაკლდა და ქულა ვერ ავიღეთ. ასევე გასაკვირია, რომ ერთზე მეტი გოლის გატანა ვერავინ მოახერხა (არადა მიქაუტაძე ამასთან ძალიან ახლოს იყო).
პირველი სათამაშო ტურის შემდგომ, უეფამ სიმბოლური თერთმეტეული გამოავლინა და ცენტრალური თავდასმსხმელის პოზიციაზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე დააყენა. ამ დონის სანაკრებო ტურნირზე, ეს უდიდესი მიღწევაა. წაგებული გუნდიდან ფეხბურთელის მოხვედრა სიმბოლურ თერთმეტეულში, ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მიქაუტაძემ ეს არ დაიმსახურა.
საბოლოო თერტმეტეული კი ასე გამოიყურება:

უნაი სიმონი – ესპანეთი – მეკარე
იოზუა კიმიხი – გერმანია – მარჯვენა მცველი
რადუ დრაგუშინი – რუმინეთი – ცენტრალური მცველი
ანდრეას კრისტენსენი – დანია – ცენტრალური მცველი
ნათან აკე – ნიდერლანდები – მარცხენა მცველი
ნ’გოლო კანტე – საფრანგეთი – ნახევარმცველი
ტონი კროოსი – გერმანია – ნახევარმცველი
ფაბიან რუისი – ესპანეთი – ნახევარმცველი
კოდი გაკპო – ნიდერლანდები – მარცხენა ვინგერი
ჯამალ მუსიალა – გერმანია – მარჯვენა ვინგერი
გიორგი მიქაუტაძე – საქართველო – ცენტრ. ფორვარდი











