ლინეკერი ინგლისის ნაკრებს და საუთგეითს არ ინდობს.
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი არანაკლებ ცნობილმა ანალიტიკოსმა, საწყის ორ ტურში ინგლისის ნაკრების გამოსვლაზე, თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა:
„სხვადასხვა ეპითეტის ან თუნდაც სალანძღავის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მომდის თავში – ფეკალიები. ის, რაც საწყის ორ მატჩში ვიხილეთ, ტაქტიკა კი არა ნამდვილი ხარის ექსკრემენტები იყო.
მესმის, რომ გარეტის ხელში ევროპის ფინალიც ვითამაშეთ, მსოფლიოს ნახევარფინალიც და მეოთხედფინალიც, სადაც აშკარად არ გაგვიმართლა (კეინის გაფუჭებული პენალტი ფრანგებთან), ეს ადამიანი მშვენიერი კომუნიკატორი და არც თუ ურიგო ლიდერია, რომლის დროსაც ნაკრებზე შთაბეჭდილება დადებითისკენ შეიცვალა. მაგრამ ამ მომენტისთვის ის გარშემორტყუმილია ზედმეტად ნიჭიერი ფეხბურთელებით და არ ვარ დარწმუნებული, რომ გარეტმა იცის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ სიტუაციას.

გაიტანო გოლი და ვინც არ უნდა იყოს შენი მეტოქე, აუცილებლად დაიწყო შენარჩუნებაზე თამაში? დავიჯერო ამას ასწავლიან საფეხბურთო სკოლებში ჩვენს ბავშვებს? უბრალოდ ამ ნაკრებს, სხვანაირად თამაში, მატჩში სამ წუთზე მეტი არ გამოსდის.
უნდა იყო ბევრად გაბედული, გახსოვდეს შენი ძლიერი მხარეები, რომელიც უხვად გაქვს და ნაკლებად იფიქრო სუსტ მხარეებზე. მან თქვა, რომ ტრამვირებული ფილიპსის შეცვლა რთული იქნებოდა. წარმოგიდგენიათ, რომ ბობი რობსონს ან ტერი ვენეიბლს რაიმე მსგავსი ეთქვათ?
გული ყველას იმიტომ გვწყდება, რომ ამ ფეხბურთელებს ბევრად მეტი შეუძლიათ.“ განაცხადა The rest is football- ის პოდკასტში ჰარი ლინეკერმა.











