ტრეიდი, რომელზეც საუბარი უკვე 2 წელია რაც მიდის, როგორც იქნა, შედგა!
NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გაცვლა, როგორც იქნა, ოფიციალურად შედგა და უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იანის ანტეტოკუნმპო „მაიამი ჰიტის“ მოთამაშეა.
“ESPN”-ის ინფორმაციით, „მილუოკი ბაქსი“ კლუბის მთავარი ვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოსა და ბობი პორტისის „მაიამი ჰიტში“ გაცვლაზე შეთანხმდა.
სანაცვლოდ „ბაქსი“ მიიღებს ტაილერ ჰიროს, კალ’ელ უაირს, ხაიმე ხაკესს, კასპარას იაკუჩიონისს, სამ პირველი რაუნდის დრაფტ-პიკს, ერთ გაცვლილ პიკსა და მეორე რაუნდის ერთ არჩევანს.

ორგზის NBA-ის MVP და 2021 წლის ფინალების MVP იანის ანტეტოკუნმპო კარიერას „ჰიტში“ გააგრძელებს, სადაც ბამ ადებაიოსთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დუეტს შექმნის წინა ხაზში.
წყაროების ცნობით, იანისის დამატებისთვის „ბოსტონ სელტიქსიც“ იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ „მილუოკიმ“ „მაიამის“ შეთავაზება ამჯობინა, რადგან ის გუნდს მეტ ახალგაზრდულ რესურსსა და სამომავლო აქტივებს სთავაზობდა.
ამ ტრანსფერით „ჰიტი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზულ განაცხადს აკეთებს, ხოლო „ბაქსი“ ახალი ეპოქის მშენებლობას იწყებს.










