Centered Image

ცვლილებები პსჟ-ში – გუნდს 6 ფეხბურთელი ტოვებს

ბუნებრივია, ლუის ენრიკეს გუნდი სამომავლოდ გაძლიერებას აპირებს, რის გამოც, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დაემშვიდობება.

მას შემდეგ, რაც პარიზ სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ფრანგულ პრესაში კლუბის ზაფხულის გეგმებზე აქტიურად ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლუიშ კამპუში მინიმუმ 3-4 ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა შემადგენლობა მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზემოხსენებული წყაროების ცნობით, ზაფხულში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ლუკას შევალიე, რენატო სანჩესი, გონსალუ რამუში, იბრაჰიმ მბაიე, რანდალ კოლო მუანი და კანგ-ინ ლი ლუის ენრიკეს გეგმებში აღარ შედიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალ სეზონს სხვა კლუბებში დაიწყებენ.

რენატო სანჩესი და რანდალ კოლო მუანი ამჟამად იჯარის წესით სხვა გუნდებში ასპარეზობენ, თუმცა მათი პარიზში დაბრუნება არ იგეგმება. რაც შეეხება დანარჩენ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, პსჟ მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.

რაც შეეხება ილია ზაბარნისა და ბრედლი ბარკოლას, მათი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა. უკრაინელ მცველს პარი სენ-ჟერმენის დატოვება არ სურს, თუმცა კლუბში მისი თამაშით სრულად კმაყოფილები არ არიან. რაც შეეხება ფრანგ შემტევს, მის მიმართ ინტერესს არაერთი ტოპ კლუბი იჩენს, ამიტომ საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ბარკოლამ პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბში არსებული მდგომარეობით ფრანგი კმაყოფილი არ არის და პსჟ-ს დატოვების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

მთავარია, ხვიჩა ამ გუნდის ლიდერად რჩება და იმედია, მომავალ სეზონებშიც ასე იქნება.

წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading