Centered Image

ხელაიფიმ ჯიბიდან დიდი თანხა გაისროლა

პსჟ-ს ფეხბურთელებსა, სამწვრთნელო შტაბსა და პერსონალს ის შრომა დაუფასდათ, რაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოსაგებად გაიღეს.

მას შემდეგ, რაც პარიზ სენ-ჟერმენმა ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა, გახდა მე-2 გუნდი ტურნირის არსებობის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო. საფრანგეთში გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ‘კოლექტიური ბონუსის’ ფარგლებში, პირველი გუნდის ყველა მოთამაშე, დაახლოებით, 1 მილიონ ევროს მიიღებს.

“L’Equipe”-ის ცნობით, ბონუს სტრუქტურის შეთანხმებაზე კლუბის წამყვანი ფეხბურთელებიც კი იყვნენ ჩართულნი – მარკინიოსმა, აშრაფ ჰაკიმიმ, უსმან დემბელემ და ვიტინიამ ხელმძღვანელობისგან წამოსული პირობები მიიღეს. შეთანხმება ასახავს პსჟ-ს მიდგომას, სადაც კლუბი ინდივიდუალურ შესრულებაზე დაფუძნებულ სტიმულებზე წინ კოლექტიურ ჯილდოებს ანიჭებს უპირატესობას. ცვლილების ინიციატორი კლუბის გენიარული სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსია, რომლის მუშაობა,აც მოიტანა ის შედეგი, რომელიც პსჟ-ს დღეს აქვს.

პსჟ-მ ისტორია გადაწერა და მრავალწლიანი “ლუზერული” სტატუსის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გასახარია, რომ ამაში უმთავრესი წვლილი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა და სრულიად ლოგიკურად გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading