Centered Image

ხვიჩა და პსჟ ისტორიას ამდიდრებენ

ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ოქროს ბურთისთვის გაკეთებული თამამი განაცხადი კიდევ უფრო ხელშესახებად აქცია.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფას სუპერთასზე ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ბირმინგების ასტონ ვილას დაუპირისპირდა და უახლესი ისტორიის საკმაოდ მდიდარ ტიტულატურას სუპერ თასის ტიტულიც ზედიზედ დაურთო. როგორც გასული სეზონის პლეი-ოფებში, პსჟ-ასტონ ვილას დაპირისპირება ამჯერადაც საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა და როგორც მაშინ, ამჯერადაც გამარჯვებული ხვიჩას გუნდი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ასტონ ვილამ ძლიერ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია, პსჟ-მ 2:1 მოიგო.

საწყის წუთებში პარიზული კლუბი უპირატესობასა და ტერიტორიას ფლობდა, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდა. ისევ ხვიჩას გარღვევით პსჟ-მ კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ასტონ ვილა იმ მომენტში გადარჩა. ბირმინგემელებმა შეტევა კარგად ვერ მოიგერიეს და დაისაჯნენ. ქაოტური იერიშის პროცესში ხვიჩას ბურთი სასურველ პოზიციაში მიუვიდა და ყველაფერი კლასიკურად დასრულდა – ცენტრისკენ შეტანა და აუღებელი დარტყმა! ბიზომ კვარაზე ჭკუით მოგება გადაწყვიტა და შორეული ძელისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც ხვიჩამ შენიშნა და მეკარის მოძრაობის საპირისპიროდ დაარტყა და კარი გახვრიტა. 20-ე წუთზე პსჟ დაწინაურდა.

გასაკვირი იყო, რომ გატანილი გოლის შემდეგ პსჟ-მ ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, რითაც ვილანებმა ისარგებლეს. 17 წლის ბრაიან მაჯოს არაერთი კარგი მომენტი შეექმნა და საბოლოოდ გოლით დაასრულა კიდეც. მაკ’გინის მორიგი ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ფიზიკურად ძლიერმა ინგლისელმა პაჩოს ფიზიკურ დუელში მოუგო და საფონოვს ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა. ტაიმის მიწურულს ვილანებმა წონასწორობა აღადგინეს, რაც თამაშის სურათიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური იყო.

მე-2 ტაიმშიც დაახლოებით იგივე სურათი ვიხილეთ – ასტონ ვილა უფრო სახიფათო მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ბურთსა და ტერიტორიას პსჟ ფლობდა. 61-ე წუთზე ბირმინგემელებმა გადამწყვეტი შეცდომა დაუშვეს. ამოწეული დაცვის ხაზის პირობებში დეზირე დუეს თამაშგარე მდგომარეობაში ჩატოვება განიზრახეს, რაც სამმა მცველმა იდეალურად შეასრულა, მარჯვენა მცველს, მეტ ქეშს კი დააგვიანდა და დუე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ფრანგმაც კარგი მომენტი იდეალურად დაასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, ასტონ ვილამ რამდენიმე მომენტის შექმნა შეძლო, მაგრამ გოლამდე ვერ მივიდა. მატჩის მიწურულს ლუის ენრიკემ დაცვის ხაზი გააძლიერა და 3 წუთით ადრე კვარას ნაცვლად მოედანზე ლუკას ბერალდო შეუშვა. საბოლოოდ, პსჟ-მ შეძლო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამრიგად, პსჟ გახდა მე-3 გუნდი რეალ მადრიდისა და მილანის შემდეგ, რომელმაც უეფას სუპერ თასი ზედიზედ მოიგო და უმაგრესი ამბავია, რომ ამაში ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

ხვიჩა ოქროს ბურთისკენ მიიწევს და ამ მატჩში გატანილი გოლი მის სივს კიდევ უფრო განამტკიცებს – თანაც ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლით, ისეთი, კვარას ხელწერა რომ ეტყობოდა.

წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading