Centered Image

10 წლიანი ისტორია სრულდება – გვარდიოლა მიდის

უკვე შერჩეულია ის კანდიდატიც, ვინც “ქალაქელებს” პეპის შემდეგ უხელმძღვანელებს.

უკვე დადასტურებულია ამბავია, რომ პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს! მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ სპეციალისტს “ქალაქელებთან“ არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, 55 წლის მთავარმა მწვრთნელმა წასვლა მაინც გადაწყვიტა.

იმის შესახებ, რომ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, პირველად გასული წლის მიწურულს გახმაურდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ 2025/26 წლების სეზონი ესპანელისთვის “ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იქნებოდა და, როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა. პეპის ხელძღვანელობით მანჩესტერ სიტი საშინაო არენაზე 24 მაისს, ასტონ ვილას წინააღმდეგ ჩაატარებს.

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი 2016 წელს გახდა. მისი ხელმძღვანელობით “ეტიჰად სთედიუმის” ბინადრებმა 20 ტიტულის მოგება მოახერხეს, მათ შორის ზედიზედ მოიგეს 4 პრემიერ ლიგა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგა 2023 წელს.

ასევე ცნობილია, რომ გვარდიოლას უპირველეს შემცვლელად ლონდონის ჩელსის ყოფილი დამრიგებელი, ასევე ესპანელი. ენცო მარესკა განიხილება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში პეპის ასისტენტის როლს ასრულებდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading